loader

რეალურად, რა მდგომარეობში არიან COVID-19-ით ინფიცირებული ექიმები კლინიკაში, სადაც პუტინს "ყველაფერი კონტროლის ქვეშ" აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეალურად, რა მდგომარეობში არიან COVID-19-ით ინფიცირებული ექიმები კლინიკაში, სადაც პუტინს "ყველაფერი კონტროლის ქვეშ" აქვს

რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთი იუწყებოდა, რომ პანდემია "კონტროლის ქვეშ ჰქონდა აყვანილი". კადრებში ჩანს, თუ რამდენად გადატვირთულია მათი სამედიცინო დაწესებულებები. ეს პატარა ოთახი ახლა პალატაა, სადაც 5 ქალი წევს. ეს არა პაციენტები, არამედ სამედიცინო პერსონალია, რომელთაც დადასტურებულად აქვთ COVID-19. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ მალე გადაიყვანენ კარგად აღჭურვილ პალატაში. რაც არ უნდა იყოს, რთული სანახავია, თუ რამდენად უკან მიიწევს რუსეთის ჯანდაცვის სისტემა რუსეთში. ერთ-ერთი რუსი ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთში დაინფიცირებულ ექიმთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მოსკოვის დიდი საავადმყოფო კი ექიმების დეფიციტს განიცდის. სწორედ აქ მომუშავე ერთ-ერთი რუსი ექიმი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საავადმყოფოში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ აქ საკვების დეფიციტია, ექიმები ხელფასებსაც ვერ იღებენ სრულყოფილად. თუმცა, კილინიკა ამ ბრალდებას უარყოფს.

"მარტში 3000 სპეციალური სამედიცინო სამოსი ვაწარმოეთ ექიმებისთვის. თუმცა, ეს ბევრია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი", - აცხადებს პუტინი. როგორც CNN-ი იუწყება, 1 პაციენტის გადასაყვანად დაახლოებით 10 საათია საჭირო.