loader

რუსი ექიმების მძიმე ხვედრი - პანდემიასთან მებრძოლებს პუტინის მთავრობა თითქმის უხელფასოდ ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი ექიმების მძიმე ხვედრი - პანდემიასთან მებრძოლებს პუტინის მთავრობა თითქმის უხელფასოდ ტოვებს

კორონავირუსის ეპიდაფეთქების დასაწყისში, რუსეთში ექიმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებასაც შეჰპირდნენ.
თუმცა შეპირებული ანაზღაურება, 50,000 და 25.000 რუბლის ოდენობით, რომელიც მედპერსონალს მიმდინარე წლის 16 მაისს უნდა აეღო, ამ დრომდე არ ჩაურიცხავთ.
რუსეთის ერთ-ერთ ოლქში იმ ექიმებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულებთან იმყოფებოდნენ, 25.000 რუბლი უნდა მიეღოთ, თუმცა, ამის ნაცვლად, მათ მხოლოდ 8000 რუბლი გადაუხადეს. ხოლო მაშინ, როდესაც ნიჟნი-ნოვგოროდის ექიმები თავიანთ ხელმძღვანელთან პასუხის მისაღებად მივიდნენ, მათ განუცხადეს, რომ პროვოკაციას არ აჰყვებოდნენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთში სწორედ ნიჟნი-ნოვგოროდი ითვლება კორონავირუსის ერთ-ერთ ეპიცენტრად.