loader

არის თუ არა აშშ-ში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესი? - პოლიტოლოგის შეფასება შტატებში მიმდინარე პროცესებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არის თუ არა აშშ-ში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესი? - პოლიტოლოგის შეფასება შტატებში მიმდინარე პროცესებზე

პროტესტის მე-6 დღე. მოკლული ჯორჯ ფლოიდი. მინესოტის პოლიციის თანამდებობიდან გათავისუფლებული სამართალდამცველები და მკვლელობის მუხლით ბრალდებული პოლიციელები, არეულობა, უსამართლობის გამო ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი - ეს აშშ-ის დღევანდელობაა. კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვით პირველი ქვეყანა ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა ახლა კორონავირუსი უკვე აღარავის ახსოვს.
პროტესტმა ისეთი მუხტი მიიღო, რომელსაც ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს.
დემონსტრანტები გამოდიან ქუჩაში, იძახიან, რომ შავკანიანთა ცხოვრებაც მნიშვნელოვანია, სთხოვენ სახელმწიფოს პოლიციის სისტემის შეცვლას. პროტესტის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები არბევენ როგორც პოლიციის განყოფილებებს, ასევე ძვირად ღირებულ მაღაზიებს.
ადამიანები თანასწორობისთვის იბრძვიან, რადგან სტატისტიკურადაც მტკიცდება, რომ შავკანიანთა მიმართ პოლიცილთა მხრიდან სასტიკი დანაშაულების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე თეთრკანიანთა მიმართ. თუმცა, დარბევების შედეგად, დაზარალდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც იძულებულნი არიან, ყოველდღე იმუშაონ, რათა ოჯახი არჩინონ ან უბრალოდ აპოლიტიკურნი არიან.