loader

რას ნიშნავს "ამბოხების აქტი", რომლის ამოქმედებასაც დონალდ ტრამპი აქტივისტების წინააღმდეგ აპირებს და რა მოხდება, თუ ფედერალური მთავრობა ჯარს გამოიყვანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს "ამბოხების აქტი", რომლის ამოქმედებასაც დონალდ ტრამპი აქტივისტების წინააღმდეგ აპირებს და რა მოხდება, თუ ფედერალური მთავრობა ჯარს გამოიყვანს

"თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის, რომ საჭირო თავდაცვით ქმედებებს მიმართოს საკუთარი მოქალაქეებისა და ქონების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი, რათა პრობლემა სწრაფად გადაჭრან", - ეს განცხადება ორშაბათს, შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, დონალდ ტრამპმა გააკეთა. პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადებაში "insurrection act", იგივე 1807 წლის ამბოხების აქტი ახსენა, რაც ქვეყნის მხედართმთავარს, ანუ პრეზიდენტს, იმ შემთხვევაში, თუ შტატის ან ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ ხდება ამბოხი ანდა ირღვევა კონსტიტუცია და ადამიანების უფლებები, შტატში ჯარის შეყვანის ნებას რთავს. "ამბოხების აქტის" ამოქმედება,  ფაქტობრივად, აუქმებს 1878 წლის Posse Comitatus კანონს, რომელიც ფედერალურ მთავრობას ჯარისა და პოლიციის გამოყენების ლიმიტებს უწესებს.