X
კორპუსის აფეთქებისთანავე გადაღებული კადრები - დიდი ტრაგედია კიევში, დაღუპულთა რიცხვი იზრდება
12:43 / 22-06-2020
უკრაინის დედაქალაქ კიევში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, კიევში, დარნიცკის რაიონში, გრიგორენკოს ქუჩა #41-ში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი გაზის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქება განიხილება.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 270-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ხანძართან დაკავშირებული უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის