loader

პრაღაში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და გულის ფორმის წრე შეკრა - როგორ ამხნევებს მინსკის საპროტესტო აქციებს ჩეხი ხალხი და ჩეხეთის პრემიერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრაღაში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და გულის ფორმის წრე შეკრა - როგორ ამხნევებს მინსკის საპროტესტო აქციებს ჩეხი ხალხი და ჩეხეთის პრემიერი

ბელარუსში მიმდინარე პროცესების მიმართ ჩეხეთის დედაქალაქში სოლიდარობის აქცია გაიმართა. მედიის ინფორმაციით, პრაღაში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და გულის ფორმის წრე შეკრა. დემონსტრანტებს ხელში ბელარუსის დროშები და ბანერები ეკავათ წარწერით: „თავისუფალი ბელარუსი“. მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ბელარუსმა არ უნდა გადაიტანოს ის, რაც ჩეხეთმა 1968 წელს განიცადა“. ბელარუსში მიმდინარე მოვლენების მიმართ მხარდაჭერა მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამოხატეს.