loader

"ჩოგბურთის ბურთის ზომის იყო" - როგორ დაზიანდნენ სპორტსმენები, რომლებიც რბოლისას სეტყვაში მოყვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩოგბურთის ბურთის ზომის იყო" - როგორ დაზიანდნენ სპორტსმენები, რომლებიც რბოლისას სეტყვაში მოყვნენ

საფრანგეთში ველომრბოლელები უცნაურ შტორმში მოყვნენ. როგორც თავად ჰყვებიან, მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვამ ისინი ისე დააზიანა, რომ მათი მკურნალობა გახდა საჭირო.
Critérium du Dauphiné - ასე ჰქვია საფრანგეთში არსებულ უძველეს ველობილიკს, სადაც შეჯიბრებები ყოველ წელს იმართება.
რბოლაში მონაწილეობას სპორტსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებენ. კოლ პორტიდან საფრანგეთის სამხრეთ-ჩრდილოეთ მიმართულებით წასული მრბოლელები უიშვიათეს ავდარში მოყვნენ. იყო სრული ქაოსი, ნისლი, ნალექი. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, გარშემო ვერაფერს ხედავდნენ, უბრალოდ თავის გადასარჩენად იბრძოდნენ. ბელგიელმა ველომრბოლელმა სეტყვაში მოყოლის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.