loader

ლუკაშენკომ იარაღი აისხა - საგანგებო კადრები მინსკიდან, სადაც ვითარება უკიდურესად იძაბება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუკაშენკომ იარაღი აისხა - საგანგებო კადრები მინსკიდან, სადაც ვითარება უკიდურესად იძაბება

ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო “თავისუფლების სასახლეში“, სადაც მთელი დღის განმავლობაში მომიტინგეთა ძალიან დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი, იარაღით გამოჩნდა.

ამის ამსახველ ვიდეოებს პორტალი TUT.BY ავრცელებს.

ლუკაშენკოს პრესსამსახურთან დაკავშირებული ტელეკომპანია Telegram-ი იუწყება, რომ პრეზიდენტი სასახლეში სპეციალურად ჩაფრინდა.

ბელარუსიაში ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა. მოსახლეობა შედეგებით კმაყოფილი არ არის, მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ 9 აგვისტოს შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება.

გუშინ ლუკაშენკომ ჯარები მზადყოფნაში მოიყვანა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა.