loader

რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

გამოცემა "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, რუსი და ბელორუსი პოპ-მომღერლების ჯგუფმა სიმღერა და ვიდეოკლიპი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაწერა.

კლიპში მონაწილეობას იღებენ რუსული ესტრადის ვარსკვლავები, მათ შორის: დიანა ღურწკაია, ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრ ბუინოვი, ანიტა ცოი, დენის მაიდანოვი და სხვები.

სიმღერაში გვარი "ლუკაშენკო" არ ისმის, თუმცა მოყვანილია ციტატა მისი წინასაარჩევნო სიტყვიდან: "საყვარელს არ თმობენ" (საუბარი სწორედ ბელორუსზეა).

კირკოროვისა და ბუინოვის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მათ "ლუკაშენკოს მხარდასაჭერად არანაირი კლიპი არ ჩაუწერიათ".