loader

“დავამზადე “ნოვიჩოკი“, თვითმფრინავში ჩუმად მივირთვი, ჩავვარდი კომაში“ - რუსული მედია ვლადიმირ პუტინისადმი ალექსეი ნავალნის წერილს განიხილავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დავამზადე “ნოვიჩოკი“, თვითმფრინავში ჩუმად მივირთვი, ჩავვარდი კომაში“ - რუსული მედია ვლადიმირ პუტინისადმი ალექსეი ნავალნის წერილს განიხილავს


კლინიკიდან გამოწერილი ალექსეი ნავალნი ვლადიმირ პუტინის მისამართით წერილს აქვეყნებს.
“ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგას აუწყა, რომ “ნავალნის ეს საწამლავი შეეძლო თავად დაელია“.
კარგი ვერსიაა. ვფიქრობ, სათანადო შესწავლას საჭიროებს.
დავამზადე სამზარეულოში “ნოვიჩოკი“ და თვითმფრინავში ჩუმად მივირთვი. ჩავვარდი კომაში.
იქამდე კი მოველაპარაკე მეუღლეს და მეგობრებს, რომ თუ ჯანდაცვა მოითხოვს ჩემ გერმანიაში გადაყვანას სამკურნალოდ, უარი განაცხადონ. ჩემი მიზანი იყო ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი, შემდეგ ომსკის მორგში გადაყვანა, სადაც გარდაცვალების მიზეზად ჩამიწერდნენ - “საკმარისად იცხოვრა.“
მაგრამ პუტინმა მაჯობა.
საბოლოო ჯამში, როგორც "დურაკმა", 18 დღე კომაში გავატარე, მაგრამ ჩემს მიზანს მაინც ვერ მივაღწიე.“ - წერს ნავალნი.