loader

ნიცაში ტერორისტმა 2 ადამიანს ყელი გამოსჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიცაში ტერორისტმა 2 ადამიანს ყელი გამოსჭრა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ დაღუპულ ქალს თავი მოჰკვეთა.

თავდასხმას, რომელიც ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში განხორციელდა, ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ ტერორისტული აქტი უწოდა.

„მსურს დაგიდასტუროთ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი”, - განაცხადა მერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.