loader

პოლიციამ შეყვარებული წყვილი პირბადის გარეშე კოცნის გამო დააჯარიმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ შეყვარებული წყვილი პირბადის გარეშე კოცნის გამო დააჯარიმა

მილანში პოლიციამ შეყვარებული წყვილი პირბადის გარეშე კოცნის გამო ქუჩაში დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

იტალიელმა მამაკაცმა და პოლონეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალმა ერთმანეთს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცეს, რისთვისაც ისინი 360 ევროთი დაჯარიმდნენ.

იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შეზღუდვები ისევ გამკაცრებულია - დახურულ და ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა. ნიღბების გარეშე ერთმანეთის სიახლოვეს ყოფნა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც ოფიციალურად ერთად ცხოვრობენ. 

როგორც ქალმა და მამაკაცმა პოლიციას აუხსნეს, ისინი დანიშნულები იყვნენ, ამის დასადასტურებლად კი ტელეფონში ფოტოები, ვიდეოები და მესიჯებიც ანახეს, თუმცა, სამართალდამცველების თქმით, პრობლემა იყო ის, რომ წყვილი სხვადასხვა მისამართზე იყო რეგისტრირებული.