loader

ჯანმოს ხელმძღვანელი საზოგადოებას მიმართავს - "კოვიდ 19 დღესასწაულის აღნიშვნის წესს შეცვლის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანმოს ხელმძღვანელი საზოგადოებას მიმართავს - "კოვიდ 19 დღესასწაულის აღნიშვნის წესს შეცვლის"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნის წესებში ცვლილებები შეიტანონ და დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.

„ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი ან თქვენი რისკის ფასად. კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ. ყოველთვის დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული მითითებები“, - აღნიშნულია ჯანმოს ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.