loader

რა ვითარებაა ინდოეთში, სადაც უცნობი დაავადება გავრცელდა? - "დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშების პირველადმა ანალიზმა ტყვიისა და ნიკელის დიდი რაოდენობა აჩვენა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ინდოეთში, სადაც უცნობი დაავადება გავრცელდა? - "დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშების პირველადმა ანალიზმა ტყვიისა და ნიკელის დიდი რაოდენობა აჩვენა"

ინდოეთის ხელისუფლება ანდჰრა-პრადეშის შტატში, სადაც უცნობი დაავადება გავრცელდა, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფს აგზავნის, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინდოელმა დეპუტატმა, რომელიც მმართველი, „სახალხო პარტიის“ წევრია, განაცხადა, რომ დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშების პირველადმა ანალიზმა ტყვიისა და ნიკელის დიდი რაოდენობა აჩვენა.

ინდოელი ექიმების ინფორმაციით, დაავადებულ პაციენტებს სიმპტომების ფართო სპექტრი აღენიშნებათ, მათ შორის - გულისრევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის უცნობი დაავადების 500-მდე შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 300 პაციენტი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. დაავადებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.