loader

ჯო ბაიდენმა კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენმა კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

„ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება. სანერვიულო არაფერია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ცოლმა ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა.

ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ადამიანი აიცრას.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირების 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 319 000-მდე ადამიანი.