loader

რომის პაპი ერაყში ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპი ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. მგზავრობისას პაპმა აღნიშნა, რომ ეს არის სიმბოლური ვიზიტი და მოვალეობა იმ მიწის მიმართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იტანჯება.

რომის პაპს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქადიმი, ასევე - რელიგიური ლიდერები. პროტოკოლის თანახმად, პაპის პირველი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან მისასალმებელი შეხვედრის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე შეხვდება პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური სფეროს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და კულტურული ინსტიტუტების წარმომადგენლებს. BBC-ის ინფორმაციით, პაპის დასაცავად ქვეყანაში ერაყის უსაფრთხოების ძალების 10 000 წევრია განლაგებული, ხოლო კოვიდის გავრცელების შეზღუდვისთვის დაწესებულია 24-საათიანი „კომენდანტის საათი“.

პაპთან ერთად ერაყში იმყოფება მისი გარემოცვა, დაცვა და 75-მდე ჟურნალისტი. 84 წლის პაპი ერაყის ოთხ ქალაქს ესტუმრება, მათ შორის, მოსულს. ვიზიტის დროს ის ასევე შეხვდება ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს. 2019 წლის ნოემბრის შემდეგ ეს პაპის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.