loader

ინდოეთში კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 645 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 645 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 645 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 204 832-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.