loader

თუ რუსეთის ნაკრები გოლს უშვებს, უკრაინის ერთ-ერთი ბარი სტუმრებს ლუდზე უფასოდ პატიჟებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ რუსეთის ნაკრები გოლს უშვებს, უკრაინის ერთ-ერთი ბარი სტუმრებს ლუდზე უფასოდ პატიჟებს

უკრაინაში, კერძოდ კი, ლვოვში, Lviv Fan Festival-ი სტუმრებს უფასოდ უსხამდა ლუდს, როცა ევრო 2020-ზე რუსეთის ეროვნული ნაკრები გოლს უშვებდა.

გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ზეიმობენ უკრაინელები ბელგიის ნაკრების გამარჯვებას. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ყოველ გაშვებულ გოლზე 100 კათხა ლუდს უფასოდ ასხამდნენ.

"მოდი ჩვენთან Lviv Fan Festival-ზე და ერთად დავლიოთ დე ბრუინისა და ლუკაკუს სადღეგრძელო" - ნათქვამი იყო ფესტივალის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბელგიამ რუსეთს 3:0 სძლია.