loader

განადგურებული ინფრასტრუქტურა და ცეცხლში გახვეული ავტომობილები - რა ხდება ალმათიში, სადაც პროტესტი ისევ გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განადგურებული ინფრასტრუქტურა და ცეცხლში გახვეული ავტომობილები - რა ხდება ალმათიში, სადაც პროტესტი ისევ გრძელდება


ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა.
პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ქალაქ ალმათის მერიის შენობაში ხანძარი გაჩნდა, ისმის სროლის ხმაც. მომიტინგეებმა ალმათის ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში შეღწევა შეძლეს, სადაც ჩამსხვრეულია ფანჯრები და კარებები.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა და ბუნებრივი აირის ფასმა დაიწია, საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.

სრულად: korrespondent.net