loader

“ერჩივნა, კოვიდით დაინფიცირებულიყო, ვიდრე აცრა გაეკეთებინა... დილით თავს კარგად გრძნობდა, თუმცა...“ - არავაქცინირებული ჩეხი მომღერლის გარდაცვალების დეტალებს ვაჟი იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ერჩივნა, კოვიდით დაინფიცირებულიყო, ვიდრე აცრა გაეკეთებინა... დილით თავს კარგად გრძნობდა, თუმცა...“ - არავაქცინირებული ჩეხი მომღერლის გარდაცვალების დეტალებს ვაჟი იხსენებს


ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომ­ღე­რა­ლი, 57 წლის ჰანა ჰორ­კა, რო­მე­ლიც არ იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი, ვირუ­სით გან­ზრახ და­ინ­ფი­ცირ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც BBC წერს, ჰა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ გა­მომ­ჯო­ბი­ნე­ბის გზას ადგა, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ორ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჰა­ნას ვაჟი იან რეკი ამ­ბობს, რომ ჰანა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ინ­ფი­ცირ­და, რათა "მწვა­ნე პას­პორ­ტი" მი­ე­ღო და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბაში შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე შეძ­ლე­ბო­და შეს­ვლა.

კორონავირუსით დაინფიცირდნენ მისი ვაჟი და მეუღლე, თუმცა ორივე სრულად იყო ვაქცინირებული და ამის გამო ვირუსი მარტივად გადაიტანეს. ამ დროის განმავლობაში მათ გვერდიდან არ მოშორებია მომღერალი. იგი თვლიდა, რომ ვირუსს თავადაც ადვილად გადაიტანდა.

თავად ინფიცირებული ჰანა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე წერდა, რომ თავს კარგად გრძნობდა.

მისი ვაჟის თქმით, გარდაცვალების დღეს, დილის საათებში, ჰორკა ამბობდა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობდა და სასეირნოდაც გამოეწყო, თუმცა მალევე ზურგის ნაწილში ასტკივდა და დაწვა.

“დაახლოებით 10 წუთში აღარ იყო, ძილში გაიგუდა... მისი ფილოსოფია ასეთი იყო, რომ ერჩივნა კოვიდით დაინფიცირებულიყო, ვიდრე აცრა გაეკეთებინა.“ - აცხადებს მისი შვილი.