loader

რა დააფიქსირა თანამგზავრმა უკრაინის საზღვართან ახლოს? - “ბევ­რი ში­შობს, რომ ეს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­წინ­და­რია“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დააფიქსირა თანამგზავრმა უკრაინის საზღვართან ახლოს? - “ბევ­რი ში­შობს, რომ ეს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­წინ­და­რია“


მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლი ახლა უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სა­ზღვა­რია. და მა­შინ, როცა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს ბერ­ლინ­ში ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და რო­დე­საც და­გეგ­მი­ლია მისი შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვ­თან, მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მა­სობ­რი­ვად მო­ბი­ლი­ზე­ბა და წვრთნე­ბი უკ­რა­ი­ნის სი­ახ­ლო­ვეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ფო­ტო­ე­ბი 19 იან­ვარ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­რო წერს, ბევ­რი ში­შობს, რომ ეს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­წინ­და­რია.