loader

ბენღაზის მორგში ამერიკის დაღუპული ელჩის ცხედარი გადაიღეს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბენღაზის მორგში ამერიკის დაღუპული ელჩის ცხედარი გადაიღეს (+18)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია ამერიკის ელჩის, კრისტოფერ სტივენსის ცხედარი ბენღაზის მორგში. 11 სექტემბერს, ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმისას ოთხი ამერიკელი დიპლომატი დაიღუპა, მათ შორის, ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი.

ამერიკის შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ლიბიაში მის საკონსულოზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. ოფიციალური პირების ვარაუდით, თავდამსხმელები პროფესიონალები უნდა ყოფილიყვნენ. არსებული ვერსიით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის უკან შესაძლოა "ჯიჰადისტთა" დაჯგუფება იდგეს.