loader

იემენში მუსლიმანი დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იემენში მუსლიმანი დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ

იემენის დედაქალაქ სანააში მუსლიმანი დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. საელჩოზე დემონსტრანტების თავდასხმის მიზეზი ამერიკაში გადაღებული ანტიისლამისტური ფილმი გახდა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მუსლიმანური სამყაროს პროტესტი მოჰყვა.

დემონსტრანტებმა საელჩოს რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. თავდასხმის მოგერიების მიზნით პოლიციამ ცეცხლიც გახსნა, თუმცა მომიტინგეებმა საელჩოს ტერიტორიაზე მაინც შეაღწიეს.

ანალოგიური მიზეზით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა 11 სექტემბერს განხორციელდა. თავდასხმას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის, ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.