loader

პაკისტანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე მგზავრი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაკისტანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე მგზავრი დაშავდა

პაკისტანში, ქალაქ ყარაჩის მახლობლად, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. არსებული მონაცემებით, სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა ორი, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ლაჰორიდან მომავალი ჩქაროსნული მატარებელი "შალიმარ ექსპრესი" ფაისლაბადიდან მომავალ "მილატ ექსპრესს" შეეჯახა, რომელიც ტექნიკური პრობლემების გამო იმ მომენტში გაჩერებული იყო. შეჯახების შემდეგ ორივე მატარებელი რელსებიდან გადავიდა.