loader

იტალიელი ბიზნესმენი მთავრობისადმი პროტესტის ნიშნად ვატიკანში ბაზილიკის გუმბათზე აძვრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიელი ბიზნესმენი მთავრობისადმი პროტესტის ნიშნად ვატიკანში ბაზილიკის გუმბათზე აძვრა

იტალიელმა მამაკაცმა მოახერხა ვატიკანის დაცვის გავლით წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათზე აძრომა. 130 მეტრის სიმაღლიდან იგი ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებდა.

მარჩელო დე ფინიციო, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი აღმოჩნდა, მთელი დღის მანძილზე უარს აცხადებდა მინისტრებთან შეხვედრაზე, რომლებიც დათანხმდნენ პროტესტანტთან მოლაპარაკებას, თუ ის, რა თქმა უნდა, მიწაზე დაეშვებოდა.

დემონსტრანტმა გუმბათიდან დროშა ჩამოკიდა, რომელზეც ეწერა: "დაგვეხმარეთ! აღარ გვინდა მონტი". ის პრეზიდენტ მარიო მონტის გულისხმობდა, რომელიც იტალიის ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორია.

საბოლოოდ მარჩელო დანებდა და საღამოს 9:30-ზე ძირს დაეშვა.