loader

"ორი პარტიის ერთობლივი მმართველობა" - "ამერიკის ხმა" საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი პარტიის ერთობლივი მმართველობა" - "ამერიკის ხმა" საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე

ხუთშაბათს საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნებისათვის" სახელისუფლებო კონტროლის გადაცემის პროცესის გაადვილება.

30-წუთიანი შეხვედრის შემდეგ კონკურენტებმა ერთად ფოტოები გადაიღეს და თანამშრომლობის აღთქმა დადეს. ივანიშვილმა, ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს დასავლეთისკენ სწრაფვას და ქვეყანა მალე შეძლებს, ნატოს წევრი გახდეს. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ეს საქართველოს ისტორიაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი პრეცედენტია - იუწყება "ამერიკის ხმა".

"პოლიტიკაში სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩენილმა ივანიშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 55%-ით გაიმარჯვა. ახლა ის ახალი გამოწვევის წინაშე დგას - გაიყოს ძალაუფლება პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, რომელიც ქვეყანას ბოლო რვა წელია მართავს".