loader

ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ

კვირას, 14 ოქტომბერს, ლიტვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ეგზიტპოლების მიხედვით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მოქმედი პრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის პარტია კი მესამე ადგილს დასჯერდა. ოპოზიციური ძალების მთავარი წინასაარჩევნო არგუმენტი მთავრობის მიერ გატარებული ხისტი ფისკალური პოლიტიკა იყო, რის უკანაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დგანან.

ამგვარად, ლიტვა შეუერთდა ევროკავშირის იმ დანარჩენ ქვეყნებს (ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც მოქმედი მთავრობის შეცვლა ოპოზიციური ძალებით უშუალოდ ევროკავშირის კრიზისმა განაპირობა.

ექსპერტების აზრით, ლიტვის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს იმ ევროპელი ლიდერებისათვის, რომლებიც ევროზონის კრიზისის ფონზე საკუთარ ქვეყნებში ფინანსური სეკვესტრიზაციის პოლიტიკას ადგანან.