loader

"არჩევნებამდე ვერ მოვითმინე. ძალიან მიყვარხარ" - მიშელ ობამამ მეუღლეს ნაადრევად მისცა ხმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არჩევნებამდე ვერ მოვითმინე. ძალიან მიყვარხარ" - მიშელ ობამამ მეუღლეს ნაადრევად მისცა ხმა

"ეს-ესაა, საფოსტო ყუთში ჩემი ბიულეტენი ჩავაგდე. არჩევნებამდე ვერ მოვითმინე. ძალიან მიყვარხარ", - გამოუტყდა მიშელ ობამა მეუღლეს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

მოგვიანებით კი პირველი ლედი ოჰაიოში შეკრებილ ობამას მხარდამჭერებს შეხვდა.
"ჩემი ბიულეტენი უკვე გზაშია და ჩემი მშობლიური შტატისკენ, ილინოისისკენ მიემართება. დღეს ჩემთვის არჩევნების დღეა. ამიტომ მაპატიეთ აღელვება", - მიმართა მან პრეზიდენტის მხარდამჭერებს.

კანონმდებლობის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება აქვთ, არჩევნების ოფიციალურ დღემდე გააკეთონ არჩევანი სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. ექსპერტთა განცხადებით, 6 ნოემბრამდე, არჩევნების ოფიციალურ დღემდე, ამომრჩეველთა ერთი მესამედი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

bbc.com