loader

ჯარისკაცი ბავშვები - კოლუმბიის ომში 18 ათას მოზარდს იძულებით იყენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარისკაცი ბავშვები - კოლუმბიის ომში 18 ათას მოზარდს იძულებით იყენებენ

კოლუმბიის პარტიზანული ძალები ბავშვებსა და მოზარდებს ჯარისკაცებად იძულებით იყენებენ. ამას მოწმობს როგორც ამერიკული კვლევის შედეგები, ასევე კოლუმბიის არმიის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ნაჩვენებია, როგორ ავარჯიშებენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ბავშვებს პარტიზანები. როგორც ყოფილი ბავშვი-ჯარისკაცი სარა მორალესი ყვება, პარტიზანები ბავშვების უმეტეს ნაწილს იტაცებენ და მათ საკუთარი ოპერაციებისათვის იყენებენ, მათ შორის, განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობისთვის და შეიარაღების გადატანისთვის.

ხშირია ბავშვებზე ძალადობა, გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. უკანასკნელ ხანებში ბავშვების ჯარისკაცებად ქცევის პრაქტიკა დრამატულად გახშირდა და ამ მომენტისათვის კოლუმბიის პარტიზანულ ძალებში დაახლოებით 18 ათასი ბავშვი და მოზარდი ირიცხება. კოლუმბიის მთავრობა კვლევის შედეგებს გაზვიადებულად თვლის და აცხადებს, რომ პრობლემა მართლაც არსებობს, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით.

ომი კოლუმბიის მთავრობასა და მემარცხენე პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის უკვე 40 წელზე მეტია, გრძელდება.