loader

ფიდელ კასტრო: თავის ტკივილიც კი არ მახსოვს, როგორია! - კუბის ყოფილი ლიდერი ცოცხალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიდელ კასტრო: თავის ტკივილიც კი არ მახსოვს, როგორია! - კუბის ყოფილი ლიდერი ცოცხალია

კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ უარყო დასავლურ მედიაში გავრცელებული ჭორები იმის თაობაზე, თითქოს იგი სიკვდილის პირას იმყოფება. კასტრომ ესპანურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელმაც მთელი დასავლეთი ააფორიაქა, "სისულელე" და "მონაჩმახი" უწოდა და განაცხადა, რომ აღარც კი ახსოვს, თავის ტკივილი რა არის. თავისი ნათქვამისა და კარგად ყოფნის დასამტკიცებლად, გაზეთში საკუთარი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც კასტრო საკმაოდ მხნედ გამოიყურება.

კასტროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჭორები გაფანტა ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ელის ხაუამაც, რომელმაც განაცხადა, რომ კუბის რევოლუციის ლეგენდას გასულ უიქენდზე ესტუმრა და მედიას შეხვედრის ფოტოებიც აჩვენა.

86 წლის კასტრო, რომელიც კუბის ხელისუფლების სათავეში რევოლუციის შედეგად მოვიდა, ქვეყანას 49 წელი მართავდა, 2008 წელს კი ქვეყანა სამართავად საკუთარ უმცროს ძმას რაულ კასტროს გადააბარა, რის მიზეზადაც ხანდაზმულობა და ფიზიკური სისუსტე დაასახელა.