loader

ესპანეთში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება იზრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება იზრდება

მადრიდში, ესპანეთის პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. აქციის მონაწილეებმა უზარმაზარი ბანერიც ააფრიალეს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. დემონსტრანტებმა, რომელთაც საპროტესტო აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაგეგმეს, ალყაში მოაქციეს პარლამენტის შენობა. მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმიც, თუმცა საბოლოოდ აქციის მონაწილეები მშვიდობიანად დაიშალნენ.

ეკონომიკური კრიზისის გამო ესპანეთში უმუშევართა რიცხვმა უკვე მიაღწია ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს. ამის ფონზე კი იმატა მასობრივმა აქციებმა და არეულობებმა.