loader

მაგნატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალი პრემიერი გახდა - "ევრონიუსი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაგნატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალი პრემიერი გახდა - "ევრონიუსი"

"ევრონიუსი" ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შესახებ მასალას ავრცელებს.

"საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 56 წლის ბიზნესმენი და მისი კაბინეტი პარლამენტმა დაამტკიცა, სადაც უმრავლესობას სწორედ მისი პარტია "ქართული ოცნება" წარმოადგენს", - იუწყება "ევრონიუსი".

ავტორის აზრით, მძაფრი კონკურენციის პირობებში მიმდინარე არჩევნებში თავისი მთავარი ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ ივანიშვილის გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა დაპირებამ, შეენარჩუნებინა ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობის კურსი.

"მან ასევე დადო პირობა, აღედგინა ურთიერთობა რუსეთთან. ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური კავშირი გაწყდა. თავისი 5-მილიარდიანი ქონების უმეტესობა ივანიშვილმა რუსეთში 90-იან წლებში იშოვა. რაც შეეხება სააკაშვილს, რომელმაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შედეგად ქვეყნის პოსტსაბჭოთა მესვეურნი განდევნა, მას საპრეზიდენტო ვადა შემდეგი წლისთვის ეწურება", - აღნიშნავს "ევრონიუსი".