loader

50 დაღუპული და პარალიზებული ქალაქები - ამერიკა ქარიშხალ "სენდის" შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

50 დაღუპული და პარალიზებული ქალაქები - ამერიკა ქარიშხალ "სენდის" შემდეგ

ამერიკა ქარიშხალ "სენდისგან" მიყენებულ ზარალს ითვლის. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მილიონობით მოსახლე კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნიუ იორკში ქარიშხლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ქალაქში კვლავ დატბორილია მეტრო, პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია გზები. სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით განახლდება რეისები ნიუ იორკის "კენედის" საერთაშორისო და ნიუ ჯერსის "ნიუარკის" აეროპორტებში. ორი დღის განმავლობაში სტიქიის გამო 18 ათასი ავიარეისი გადაიდო.

ნიუ იორკში 4 მეტრის სიმაღლის ტალღებმა მთლიანად დატბორა მანჰეტენი. ამით "სენდიმ" 1960 წლის ქარიშხალ "დონას" 3-მეტრიანი "რეკორდი" მოხსნა.

15 შტატში თითქმის 8 მილიონი სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა. შუქის მიწოდება მოსახლეობას დაახლოებით 2-3 დღეში აღუდგება.

პირველადი მონაცემებით, "სენდიმ" ამერიკას 30-40 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. 2005 წელს ამერიკას "კატრინამ" 100 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა.

ამ დროისთვის ნიუ იორკში აღარ წვიმს, ქარიც ჩადგა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი კვლავ ევაკუირებულია.