loader

ბარაკ ობამას ემოციური შეხვედრა ქარიშხალ "სენდით" დაზარალებულ მოსახლეობასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამას ემოციური შეხვედრა ქარიშხალ "სენდით" დაზარალებულ მოსახლეობასთან

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ბარაკ ობამას შეხვედრა ნიუ ჯერსის შტატის მცხოვრებლებთან, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა სუპერშტორმ "სენდის" შედეგად. კრიზისთან წარმატებით გამკლავებამ ობამას რომნის წინააღმდეგ საგრძნობი პოლიტიკური უპირატესობა მისცა. ნიუ ჯერსის გუბერნატორმაც კი, რომელიც მით რომნის ცნობილი მხარდამჭერია, აღნიშნა, რომ ობამა "შესანიშნავად" გაუმკლავდა ქარიშხალს და ქვეყნის ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოავლინა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უპირველესი მიზანია, შტატში ელექტროენერგიით მომარაგება აღდგეს. ნიუ ჯერსის შტატში 2,5 მილიონი ოჯახი დაზარალდა დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად. მათ ნაწილს პრეზიდენტი ვიზიტისას შეხვდა და დაჰპირდა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრა დროულად მოხდეს.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

-
- მასიური ტალღები ნიუ-ჯერსიში

-ხანძარი ნიუ-იორკში

- ქარიშხალმა და ძლიერმა ტალღებმა მამაკაცი სამაშველო ჯგუფის თვალწინ გაიტაცა

- ქარიშხალი "სენდი", პირდაპირი ეთერი და შოკისგან აცეკვებული ამერიკელები

-დამანგრეველი ქარიშხალი "სენდი" აშშ-ს დაატყდა თავს

- ზვიგენები ნიუ-ჯერსის ქუჩებში

-50 დაღუპული და პარალიზებული ქალაქები - ამერიკა ქარიშხალ "სენდის" შემდეგ