loader

სოფო შევარდნაძის ექსკლუზიური ინტერვიუ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფო შევარდნაძის ექსკლუზიური ინტერვიუ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი RussiaToday-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სოფო შევარდნაძეს ესაუბრა. ინტერვიუში ასადმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი კი არა, სირიელი აჯანყებულებისა და საგარეო ძალების მიერ მთავრობის წინააღმდეგ აგორებული ტერორისტული კამპანია მიმდინარეობს.

სოფო შევარდნაძის თამამ შეკითხვაზე, როგორ აპირებს ასადი საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი ხალხის კეთილგანწყობის დაბრუნებასა და მათ შემორიგებას, ასადმა განაცხადა, რომ ის არ ებრძვის ხალხს, მას ებრძვის აშშ, თურქეთი, ევროპა და მათ მიერ გაბრიყვებული მოსახლეობა. "სირიელი ხალხი რომ ჩემს წინააღმდეგ იყოს, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი" - განაცხადა მან.

გთავაზობთ, 25-წუთიანი ინტერვიუს ნაწილს.

ს.შ: მე ორი დღეა დამასკოში ვარ და შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ თქვენს დარჩენას ან წასვლას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ამაში როგორც ჩანს ისინი გულისხმობენ იმას, რომ არა თქვენ, არამედ უკვე სირიაა სამიზნე.

ბ.ა: მე არ ვყოფილვარ სამიზნე. მე არავის პრობლემა არ ვყოფილვარ. დასავლეთი ქმნის მტრის სახეს. წარსულში ეს იყო კომუნიზმი, შემდეგ ისლამი, შემდეგ მტერი გახდა სადამ ჰუსეინი. ახლა დასავლეთს სურს ახალი მტრის შექმნა ბაშარ ასადის სახით. ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ამიტომაც არ უნდა მოვუსმინოთ რას ამბობს დასავლეთი.

ს.შ: ჯერ კიდევ გჯერათ რომ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სირიის გაერთიანება და სამოქალაქო ომის დასრულება შეუძლია?

ბ.ა: ამას ორი ასპექტი აქვს. პირველი - კონსტიტუცია. რომლითაც მე მაქვს ძალაუფლება და შემიძლია გადავჭრა პრობლემა. მეორეს მხრივ, მე უნდა ვიყო ადამიანი, რომელიც ამას შეძლებს. მაგრამ პრეზიდენტი ვერაფერს გახდება ინსტიტუციებისა და ხალხის დახმარების გარეშე. ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ომი, ეს ყველა სირიელის ომია.