loader

BBC-ს გენერალური დირექტორის პოსტი სკანდალმა შეიწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ს გენერალური დირექტორის პოსტი სკანდალმა შეიწირა

ტელეკომპანია BBC-ის გენერალური დირექტორი ჯორჯ ენტუისლი გადადგა სკანდალის გამო, რომელიც 2 ნოემბერს ეთერში გასულ გადაცემას Newsnight-ს მოჰყვა. გადაცემაში პედოფილიის მსხვერპლი სტივ მესემი საუბრობდა ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება უელსის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში. მან პედოფილიაში ბრალი დასდო ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთ წევრს. იმის მიუხედავად, რომ მესემს არ დაუსახელებია პოლიტიკოსის ვინაობა, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასახელებული პოლიტიკოსი ლორდ ალისტერ მაქელპაინი იყო, რომელმაც წაყენებულ ბრალდებას აბსურდული უწოდა. ამის შემდეგ სტივ მესემმა მას ბოდიში მოუხადა ბრალდებების გამო.

BBC.com