loader

ობამას გამარჯვებით უკმაყოფილო რამდენიმე შტატი დამოუკიდებლობას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამას გამარჯვებით უკმაყოფილო რამდენიმე შტატი დამოუკიდებლობას ითხოვს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შესახებ, ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც მოითხოვენ, რომ მათი შტატი გამოეყოს აშშ-ს და მიიღოს დამოუკიდებლობა. ამ დროისთვის პეტიციები მოწოდებულია 20 შტატიდან, მათ შორის ტეხასის, ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის, ალაბამას, ჯორჯიას, მიჩიგანის, ტენესისა და რამდენიმე სხვა შტატის მცხოვრებლებისგან.

ხელმოწერების რაოდენობით ტეხასის შტატი ლიდერობს, სადაც 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნების ავტორები ის ადამიანები არიან, რომელთაც ბარაკ ობამას ოპონენტს, რესპუბლიკელ რომნის მისცეს ხმა.

პეტიციის ავტორები დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობიან, სადაც აღნიშნულია, რომ "თუ ხელისუფლების რომელიმე ფორმა დამღუპველი აღმოჩნდება, ხალხს გააჩნია უფლება, შეცვალოს, გააუქმოს ან ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს".