loader

ისრაელმა პალესტინის პრემიერის შტაბბინა გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა პალესტინის პრემიერის შტაბბინა გაანადგურა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ ისმაილ ხანის ადმინისტრაციის შტაბბინაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

საჰაერო დარტყმის შედეგად ადმინისტრაციის შენობა განადგურებულია. დაღუპულებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ღაზას სექტორში დარტყმები 85 ობიექტზე განხორციელდა. "ჰამასის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ისრაელის მხარემ ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მაგრამ მიუხედავად ამისა, "მთავრობა თავის ხალხთან ერთად რჩება".

16 ნოემბერს ღაზას სექტორში ეგვიპტის პრემიერ-მინიტრი ხიშამ კანდილი იმყოფებოდა.
ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია 2012 წლის 14 ნოემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები გახდა.

17 ნოემბრის მონაცემებით, პალესტინელების მხრიდან 30 ადამიანი დაიღუპა, ისრაელმა კი სამი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

არ არის გამორიცხული, რომ ღაზას სექტორში ისრაელმა სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, ისრაელმა 75 ათასი რეზერვისტის მობილიზება უკვე მოახდინა.