loader

"ფემენის" აქტივისტები ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფემენის" აქტივისტები ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოეწყო ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში კათოლიკური ინსტიტუტის, ჩივიტას მოწოდებაზე. "ერთი დედა, ერთი მამა - ბავშვებს არ ატყუებენ!" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

დემონსტრაციას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. პროტესტანტების წინააღმდეგ უკრაინული ორგანიზაცია "ფემენის" წარმომადგენლები გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს თეთრი ფხვნილი შეაყარეს.

ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა. კანონპროექტი უკვე მოიწონა მთავრობამ და იანვარში განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

euronews.net