loader

ღაზას სექტორში ისრაელის შეტევები გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღაზას სექტორში ისრაელის შეტევები გრძელდება

ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორში პალესტინელი ტერორისტების პოზიციების დაბომბვას, პალესტინური დაჯგუფებების მხრიდან მათ ქალაქებზე მიტანილი იერიშების საპასუხოდ. ორშაბათს დილიდან განახლდა შეტევა რამდენიმე ათეულ სამიზნეზე, რის შემდეგაც ისრაელის არმიის სარდლობამ დაადასტურა ცნობა პალესტინური დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ორი მეთაურის დაღუპვის შესახებ.

დაიბომბა არა მარტო სახლები, სადაც დაჯგუფების წევრები ცხოვრობდნენ, არამედ მათი იარაღის საწყობები, რაკეტების გასაშვები გვირაბები და სასწავლო ბაზები. ისრაელის არმიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტების ინფრასრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენეს.

პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ განადგურებულია ჰამასის საზღვაო პოლიციაც. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ, პალესტინელების თქმით, 80 ადამიანს გადააჭარბა. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ფაქტიც და აღნიშნეს, რომ ადამიანების დაღუპვა იმ სახლის დაბომბვამ გამოიწვია, რომელშიც ის მებრძოლები ცხოვრობდნენ, რომლებიც ებრაული ქალაქების მიმართულებით რაკეტებს უშვებდნენ.


euronews.net