loader

ისრაელმა ღაზას დაბომბვა დროებით შეაჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა ღაზას დაბომბვა დროებით შეაჩერა

ღაზას სექტორთან, საზღვარზე დღეს შედარებით სიმშვიდეა. ისრაელმა 48 საათით შეაჩერა ღაზაზე საჰაერო თავდასხმები. გადაწყვეტილება უშიშროების კაბინეტის ღამის სხდომაზე მიიღეს. მთავრობაში თვლიან, რომ დროებითი მორიგების ეს ვადა საკმარისი იქნება ეგვიპტელი შუამავლებისთვის, რათა განიხილონ ყველა დეტალი ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტისთვის. თუმცა ორშაბათ-სამშაბათის ღამეს ორივე მხრიდან მაინც აღინიშნებოდა შედარებით მცირე ინტენსივობის დარტყმები.

ამავე ღამეს არც ერთი რაკეტა არ გაშვებულა თელ-ავივის მიმართულებით, თუმცა ქალაქები: ბერ-შევა, აშკელონი და აშდოდი არაერთხელ მოხვდა ტყვიის ქარცეცხლში. ამასთან, ჰამასის მესვეურები ჟურნალისტების წინაშე ისრაელის მხრიდან მიყენებული ზიანის დემონსტრირებას ახდენენ.

euronews.net