loader

იტალიაში ციხის მოძღვარი დააკავეს, რომელიც პატიმრებს მასთან სექსს აიძულებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში ციხის მოძღვარი დააკავეს, რომელიც პატიმრებს მასთან სექსს აიძულებდა

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხის, სან ვიტორეს სულიერი მოძღვარი პატიმრებთან სექსუალური ურთიერთობებისათვის დააპატიმრეს. როგორც გაირკვა, 51 წლის პადრე ალბერტო ბარინი მამაკაც პატიმრებს სიგარეტის, პირადი ჰიგიენის სხვადასხვა ნივთისა და ზოგჯერ ნაადრევად გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სთხოვდა.

პოლიციის განცხადებით, ამ გზით მან სულ მცირე, 6 პატიმარს აიძულა, მასთან სექსუალური კავშირი ჰქონოდა. ასევე ითქვა, რომ ბარინი თავის მომავალ სამიზნედ მხოლოდ უცხოელ პატიმრებს ირჩევდა.

ჯერჯერობით უცნობია, სასჯელის რა ზომას შეუფარდებენ ალბერტო ბარინს, თუმცა ამ ამბავმა უკვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა და კრიტიკის გაძლიერება ვატიკანის მისამართით, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები დანაშაულებებში შემჩნეული სასულიერო პირების ხელის დაფარებაში სდებენ ბრალს.