loader

პირველი მსხვერპლი ღაზას სექტორში ისრაელის და ჰამასის დაზავების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი მსხვერპლი ღაზას სექტორში ისრაელის და ჰამასის დაზავების შემდეგ

ზავი ისრაელსა და ჰამასს შორის გრძელდება. მიუხედავად ამისა,  ჰამასის განცხადებით, ისრაელმა ღაზასთან მდებარე ბუფერულ ზონაში ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად 21 წლის პალესტინელი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაიჭრა.

ჰამასი იუწყება, რომ დემონსტრანტები ფერმერები იყვნენ რომლებსაც ბუფერულ ზონასთან მდებარე საკუთარი მიწების შემოწმება სურდათ.

განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა ისრაელის თავდაცვის სამინისტრო. ისინი აცხადებენ, რომ 300-კაციანი პალესტინური დაჯგუფება ისრაელში შეღწევას ცდილობდა. ებრაელი ჯარისკაცები სიტუაციისთვის შესაბამის წესებს დაემორჩილნენ და მათი დისტანციაზე შენარჩუნება სცადეს.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით