loader

ევროპარლამენტის შენობას რძის ჭავლი შეასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპარლამენტის შენობას რძის ჭავლი შეასხეს

ბრიუსელში ევროპული რძის მწარმოებლების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი შესყიდვის დაბალი ფასების წინააღმდეგ გამოვიდნენ. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ჯერ ევროპარლამენტის შენობას, შემდეგ კი მის გარშემო მობილიზებულ პოლიციის დანაყოფს 15 ათასი ლიტრი რძის ჭავლი შეასხეს.

ორდღიანი პროტესტის განმავლობაში ბელგიური პროვინციებიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან 800 ტრაქტორით ჩამოსულმა რძის მწარმოებლებმა ბრიუსელში ბევრი ადგილის პარალიზება მოახდინეს, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტის.

დემონსტრაციაში 2 ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.