loader

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა

ეგვიპტის ქუჩებში გრძელდება შეტაკებები მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მიერ მიღებულ კანონს, რის მიხედვითაც იზრდება მისი უფლება-მოვალეობები. პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, მურსი მზადაა, "იურიდიულ კომპრომისზე" წავიდეს, თუმცა ოპოზიციური ფრთა ეჭვის თვალით უყურებს ამ განცხადებას. მათი თქმით, პრეზიდენტს მხოლოდ აქციების შეწყვეტა სურს.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით