loader

უნგრელები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნგრელები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ

უნგრელი მემარჯვენე პარლამენტარის განცხადებას, რომ უნდა შედგეს ქვეყანაში მცხოვრები ებრაელების სია, როგორც მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის - პროტესტი მოჰყვა.

ასობით ადამიანმა ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა.
პარლამენტარმა განაცხადა, რომ მას ეჭვი მხოლოდ იმ ხალხში ეპარებოდა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნდა.

"ჩემი განცხადება არასწორად იქნა გაგებული, მე ებრაელი თანამოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოვდიოდი. ჩემი განცხადება მხოლოდ იმ ხალხს ეხებოდა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს - უნგრეთისაც და ისრაელისაც და რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმაოდგენენ", - განაცხადა მან.

ებრაელები აცხადებენ, რომ შეეცდებიან საპარლამენტო წესდებაში ცვლილებები შეიტანონ, რომლის მეშვეობით მსგავსი განცხადებების გამკეთებელ პარლამენტარს სანქციები დაეკისრება.

euronews.net