loader

ბერძნული ოპოზიცია მთავრობას ქვეყნის ბედის უცხოელებისთვის მინდობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერძნული ოპოზიცია მთავრობას ქვეყნის ბედის უცხოელებისთვის მინდობაში ადანაშაულებს

მიუხედავად ევროკავშირის განცხადებისა, რომ საბერძნეთის ვალი შემცირდება, ათასობით ადამიანმა მაინც ქუჩებს მიაშურა, ახალი საგარეო სესხით გათვალისწინებული სამუშაო ადგილების შეკვეცის გასაპროტესტებლად. სამუშაო ადგილების შემცირებას ქვეყნის საერთაშორისო კრედიტორები ითხოვენ.

მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პროტესტს უცხადებენ გეგმას, რომლის მიხედვით, საჯარო სექტორში 27 ათასი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.

სამი დღის წინ ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთის საგარეო ვალისთვის 40 მილიარდი ევროს ჩამოჭრის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, ქვეყანა შეძლებს 43,7 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი სამაშველო პაკეტის მიღებას.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ ახალი ხელშეკრულება საბერძნეთს კრიზისის დაძლევაში ვერ დაეხმარება და მთავრობას ბრალს სდებს ქვეყნის ბედის უცხოელებისათვის მინდობაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”