loader

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მექსიკაში 100-მდე ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მექსიკაში 100-მდე ადამიანი დაშავდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, არეულობის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ქალაქის მერის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.

მისი თქმით, დაშავებულთა შორის არიან როგორც დემონსტრანტები, ისე პოლიციელები. ხალხის მასის შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ დროისთვის 30-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული. აქციის დროს 92 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 11 არასრულწლოვანია.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ენრიკე პენი ნიეტოს ინაუგურაციის გასაპროტესტებლად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყეს.

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში გაიმართა.