loader

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი მემკვიდრის მოლოდინში - ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი მემკვიდრის მოლოდინში - ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა

დიდ ბრიტანეთში მომავალი მემკვიდრის დაბადებას ზეიმობენ. სამეფო სასახლის წარმომადგენლებმა გუშინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა.

პრინცისა და კემბრიჯის ჰერცოგინიასთვის ეს პირველი შვილია. ქეითის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გავრცელდა, თუმცა წყვილმა ეს სასიამოვნო სიახლე საჯაროდ მხოლოდ გუშინ დაადასტურა.

პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქეითი უშვილოა. მიდლტონის უშვილობის შესახებ ინფორმაცია პრინც უილიამის დედინაცვალმა, კამილა პარკერ-ბოულსმა გაავრცელა. მაშინ მასმედიის საშუალებები წერდნენ, რომ მიდლტონს შვილები არასდროს ეყოლება, რადგან ბავშვობაში მძიმე დაავადება გადაიტანა. ჟურნალმა The Globe-მა ისიც კი დაწერა, რომ წყვილი ჩრდილო-ამერიკაში ვოიაჟის ფარგლებში, ფარულად ხელოვნური განაყოფიერების კლინიკას ესტუმრა.

უილიამი და ქეითი გასული წლის აპრილში დაქორწინდნენ. მათ ქორწილს მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს პირდაპირი სატელევიზიო ეთერის საშუალებით.