loader

აქცია ამერიკაში იარაღის გაყიდვის მკაცრი კონტროლის მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქცია ამერიკაში იარაღის გაყიდვის მკაცრი კონტროლის მოთხოვნით

იარაღის გაყიდვის უფრო მკაცრი კონტროლის მოთხოვნით ამერიკელმა დემონსტრანტებმა მსროლელთა ეროვნული ასოციაციის შტაბბინის წინ აქცია გამართეს. დემონსტრაცია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სკოლებში შეიარაღებული პირების შეჭრა მსხვერპლით მთავრდება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ამას იარაღის ყიდვის ზედმეტ სიადვილეს აბრალებს. თუმცა, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ იარაღის შეძენის და ტარების უფლება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი და ამ მხრივ, არაფერი არ უნდა შეიცვალოს.